Saturday, December 7, 2013

7 დეკემბერი 2013 წელი 5 დღის რეფლექსია დღეს ვმუშაობდით პროექტების ირგვლივ. ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება ანუ ავტვირთვა. დღემ სწრაფად გაიარა.

Monday, December 2, 2013

01 დეკემბერი 2013
ზამტარიც დაიწყო, დღეს საკმაოდ ცივა. მაგრამ გვანცას ენთუზიაზმი გადამდებია და ჩვენც საკმაოდ საინტერესოდ ვიმუშავეთ. დღესაც გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კიტხვების თემას. განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები და  კომპონენტები. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.ვიმუშავეთ პრეზენტაციის მომზადებაზე PowerPoint-ში, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. 
30 ნოემბერი 2013
დღეს ტრენინგის მესამე დღეა. დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტებისთვის სტანდარტების განსაზღვრაში. ;შევიმუშავეთ პროექტის მიზნები; განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავაანალიზეთ  XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. განცვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღე გამოვიდა. მადლობა გვანცას მოთმინებისთვის. :) 

Sunday, November 24, 2013

დღეს ტრენინგის მეორე დღეა. გვანცამ გაგვაცნო წორდის შესაძლებლობები, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მეგონი კომპიტერი კარგად ვიცოდი :) თურმე რამხელა შესაძლებლობები ჰქონია. ძალიან დიდი მადლობა გვანცას. ვხვდები რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის. აბა დროებით. ერთი კვირით დაგემშვიდობებით. 

Saturday, November 23, 2013

23/11/2013  პირველი დღის რეფლექსია

დავიწყეთ INTEL -ის ტრენინგები. პირველი დღე იყო ძირითადად გაცნობის დღე. გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდებს, ჯერჯერობით ზედაპირულად. ვფიქრობ რომ საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგი იქნება. რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.