Saturday, December 7, 2013

7 დეკემბერი 2013 წელი 5 დღის რეფლექსია დღეს ვმუშაობდით პროექტების ირგვლივ. ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება ანუ ავტვირთვა. დღემ სწრაფად გაიარა.

Monday, December 2, 2013

01 დეკემბერი 2013
ზამტარიც დაიწყო, დღეს საკმაოდ ცივა. მაგრამ გვანცას ენთუზიაზმი გადამდებია და ჩვენც საკმაოდ საინტერესოდ ვიმუშავეთ. დღესაც გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კიტხვების თემას. განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები და  კომპონენტები. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.ვიმუშავეთ პრეზენტაციის მომზადებაზე PowerPoint-ში, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. 
30 ნოემბერი 2013
დღეს ტრენინგის მესამე დღეა. დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტებისთვის სტანდარტების განსაზღვრაში. ;შევიმუშავეთ პროექტის მიზნები; განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავაანალიზეთ  XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. განცვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღე გამოვიდა. მადლობა გვანცას მოთმინებისთვის. :)